ბაშის საჯარო სკოლაში ღონისძიება „მარად უკვდავი გმირები
08-04-2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის  ბაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით " მარად უკვდავი გმირები".

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს X კლასის მოსწავლეებმა: ქრისტინე ნარჩემაშვილმა, ქეთევან აბულაძემ, ანი და მაყვალა ჩიკვაიძეებმა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ნანა კოხრეიძემ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203