თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები: ისტორიის მასწავლებელი ცირა ჯელია და მუსიკის მასწავლებელი მაია დალაქიშვილი გახლდათ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები