ჭანდარის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
08-04-2019

ჭანდარის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

ღონისძიებას სკოლის ბიბლიოთეკარი მარეხ ბადრიაშვილი, ისტორიის მასწავლებელი ანა რუაძე და ლელა ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

 

ორგანიზატორები 9 აპრილის უშუალო მონაწილეები არიან და მათ ისტორიული, რეალური ფაქტები გაიხსენეს თარიღთან დაკავშირებით.

 

ასევე დაათვალიერეს თემატური სტენდები, რომლებიც დამზადებულია სკოლის ბიბლიოთეკარის მიერ.

 

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.

 

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203