ქალაქ წალკის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. ორგანიზატორი ნინი სურმანიძე გახლავთ; ასევე გაიმართა მკითხველთა კლუბის მიერ მომზადებული ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“; მე-8(ბ) კლასის მოსწავლეებმა კი გამოფინეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი თვალსაჩინოებები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები