ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში გამწვანების აქციის ფარგლებში 100 ძირი მუხის ხე დარგეს
14-03-2017

ქვედა სიმონეთის N2 სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად ჩაერთნენ გამწვანების აქციაში.

მათ სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე კავკასიური ჯიშის მუხის ნერგები დარგეს. 100 ძირი მუხა დაირგო სკოლის თავისუფალ და იმ მონაკვეთზე, სადაც ხეების ნაწილი დაზიანებული და გამხმარი იყო.  

აქციის მონაწილეები ხალისითა და ენთუზიაზმით შრომობდნენ. მათი გააქტიურება კიდევ უფრო გაიზარდა თერჯოლის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის თემურ ქოჩიაშვილის, გამგებლის მოადგილის კახაბერ კუპატაძისა და სოფლის რწმუნებულის იოსებ დათუაძის სტუმრობით. სკოლის ეზოში სტუმრებმაც თითო ძირი მუხის ხე დარგეს.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, აქციით მცირე წვლილი შეიტანეს მუხის ხეების შენარჩუნებაში, რადგან, მუხა წითელ წიგნშია შეტანილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203