ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია დგვარელი–ხიდურელის მიერ.
პროექტის ფარგლებში IX და X კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურას. ინდივიდუალურად შეარჩიეს მათი საყვარელი ნაწარმოებები, მოახდინეს მისი განხილვა.
დაწერეს თემები და ნამუშევრები წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
ღონისძიებამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები