ჭიათურის მუნიციპალიტეტის თაბაგრების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები, წაკითხული იქნა ლექსები, ნახეს 9 აპრილის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმები, ამ დღეს მიუძღვნეს კედლის გაზეთიც სახელწოდებით - „აპრილის ყაყაჩოები“.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები