ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების შესახებ ღონისძიება გაიმართა. პედაგოგებმა ბავშვებთან ერთად გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები. ისაუბრეს ჩოხატაურში დაბადებული ლექსო ბერაძის შესახებ.
1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა.
სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები