საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის საჯარო სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეები მუსიკის პედაგოგის, ნათია გილაშვილის ხელმძღვანელობით მუსიკალურ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ.
ვიქტორინა სამი ქართული ოპერის პრემიერიდან გასულ 100 წლისთავს მიეძღვნა.
„ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს აფიშა, პრეზენტაციები და ბოლოს დაჯილდოვდნენ სიგელებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები