გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე "დედა საქართველო ყველას მშობელია".
როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, ეს თემა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სკოლა არის ქართული, მაგრამ დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოსწავლეებით.
"სკოლაში მოსწავლეების 90% აზერბაიჯანელია. გვყავს ასევე რუსი, სომეხი, გერმანელი და ასურელი მოსწავლეებიც. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო გარაბნის რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი ნინო გვარამაძე, რესურსცენტრის თანამშრომლები, სოფელ ახალისამგორის სკოლის დირექტორი თეა წიკლაური, სოფელ ფოლადაანთკარის სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი, სოფელში ქართული სკოლის დაარსების ფუძემდებელი მარინა ირემაშვილი და სოფლის სხვა წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული აქტივობა და თემის მნიშვნელობის აქტუალობასაც გაუსვეს ხაზი",- განაცხადა სკოლის წარმომადგენლემა.
იხილეთ ფოტოები: