etaloni.ge გაგაცნობთ ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის მოსწავლის თამარ ყიფიანის მიღწევებს:
კერძოდ კი თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა კონკურსი ხატვაში სახელწოდებით „გაყინული ემოცია“, სადაც თამარ ყიფიანმა წარმოადგინა თავისი ნამუშევარი და მოიპოვა პირველი ადგილი.
ასევე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კონკურსი საუკეთესო თხზულებების გამოვლენასთან დაკავშირებით, სადაც ათეულში გავიდა თამარ ყიფიანი და გამომცემლობა „ბიბლუსმა“ გამოსცა გამარჯვებული ათი ბავშვის მოთხრობა, სახელწოდებით „ახალგაზრდა ხელოვანი“.
იხილეთ ფოტოები