სსიპ ქალაქ თბილისის Nº103 სკოლის VI ა კლასში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთების კონკურსი ჩატარდა. პედაგოგი ნატა თეთვაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს
თავიანთი ნამუშევრები. გამარჯვებულმა კედლის გაზეთმა დაამშვენა სკოლის სარეკრეაციო
ზონა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.