ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბასილეთის საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაში მეხუთე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მას პედაგოგი ნატალია რომანაძე ხელმძღვანელობდა.
„თბილი, მოსაფერებელი სიტყვები, ამაღელვებელი სახეები დედებისა, უამრავი მადლობა დედებს მეხუთეკლასელებისაგან, ცეკვა-თამაში მათთან ერთად. ეს ერთ-ერთი ლამაზი დღე იყო და დაე, იმრავლოს“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები