გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გამარჯვების საჯარო სკოლაში ფიზიკის გაკვეთილი არატრადიციული მეთოდით ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი გურამ ნათენაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგის ხელმძღვნელობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, იმიტირებული სასამართლო პროცესი ეხებოდა ბუნების ძალების, კერძოდ ხახუნის ძალის გასამართლებას. მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, მსაჯულების და სხვა როლები.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, აქტივობის მიზანი იყო სწავლების არატრადიციულ მეთოდების (დიდაქტიკური თამაშები) გამოყენებით სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და გახალისება. მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში, მყარი საფუძვლიანი და გამოყენებადი ცოდნის მიღება.
• ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი;
• გააცნობიერებენ ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას;
• ჩაერთვებიან საგაკვეთილო საქმიანობაში, განიმტკიცებენ ცოდნას;
• განუვითარდებათ თანამშრომლობის,ინტერვიუს აღების, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნრ-ჩვევები;
• გაიზრდება მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ფანტაზიის უნარი;