ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსის „საუკეთესო ქართული ენის მასწავლებელი“ მეორე ეტაპი.
მეორე ეტაპი გაკვეთილზე დაკვირვებას მოიცავდა.
გაკვეთილის თემა ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი“ („ჯოყოლა და აღაზა ერთ მხატვრულ გააზრებაში“) იყო და ის მე-11 კლასში მასწავლებელმა, მონიკა ჭანტურიამ ჩაატარა.
პედაგოგი კონკურსის პირველ ეტაპზე ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.
წაღვერის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მონიკა ჭანტურიას მიღწეულ წარმატებას და უსურვებს ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებას.
იხილეთ ფოტოები