ჭვინთის სკოლის ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
14-03-2017

ჭვინთის სკოლის ''მწიგნობართა კლუბი''-ს წევრთა მონაწილეობით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ''რაღაც მინდა გითხრა ლექსად დედა'' (მიყვარხარ დედა).

ღონისძიებას მშობლები და  პედაგოგები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები.

როგორც მშობლები აღნიშნავენ, ბავშვებმა ამ ღონისძიებით კიდევ ერთი დღე გაულამაზეს, დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

ღონისძიებას ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203