ქუთაისში ცხოველების გაჩუქების აქცია მოეწყო. ღონისძიება უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელსაც საქართველო 2011 წლიდან ყოველი წლის 4 აპრილს აღნიშნავს.
აქციას აქტიურად შეუერთდნენ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
მოსწავლეებმა პლკატებითა და პოსტერებით საზოგადოებას მოუწოდეს, შეიფარონ მიუსაფარი ცხოველები და მათ მიმართ მზრუნველობა გამოიჩინონ.
აქციის ორგანიზატორი 13 წლის დათა არველაძე იყო.
დამატებითი დეტალები იხილეთ ვიდეოში