ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებისა და მასწავლებლების თემამ - „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში“ კონკურსში II ადგილი დაიკავა.
„4 აპრილს კერძო სკოლა „ორნატში“ საზეიმო განწყობა სუფევდა. ამ დღეს უკრაინიდან მოვიდა ჯილდო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ დამუშავებულ თემაზე „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში“ აღნიშნულმა თემამ კონკურსში II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დაჯილდოვდნენ პედაგოგები - რუსუდან გაჩეჩილაძე და ნინო სახელაშვილი.
სიგელით დაჯილდოვდა ასევე ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილი კუპატაძე მოსწავლეთა 73-ე კონფერენციაზე II რესპუბლიკურ ტურში გადასვლისათვის. კონფერენციის თემა გახლდათ „ფარული ჯირკვალი და ჩვენ“.
იხილეთ ფოტოები