ჩიქუნეთის საჯარო სკოლას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე და ზაზა შაშიკაძე, ასევე ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ნერვესტან დიდმანიძე და უფროსი სპეციალისტი თაკო ჩოხარაძე სტუმრობდნენ.
სტუმრებმა თურქეთში მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ამბავი თორმეტი სავანისა“ (ავტორი და რეჟისორი: მალხაზ ჩოხარაძე).
ღონისძიებას ჩიქუნეთის საჯარო სკოლის, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის, აჭარისაღმართის საჯარო სკოლის, ქედქედის საჯარო სკოლის და ზედა ჩხუტუნეთის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები