თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები „112“-ს ესტუმრნენ
09-04-2019

თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“ ესტუმრნენ.

მოსწავლეები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. სკოლის აღსაზრდელებმა ცენტრის თანამშრომლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203