დედოფლისწყაროს N2 სკოლის მოსწავლეებმა ძველ წიგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
14-03-2017
დედოფლისწყაროს რაიონში ჩატარებულ აქციას დედოფლისწყაროს N2 სკოლაც შეუერთდა.

აქციის ფარგლებში ძველი წიგნების ჩაბარების შემდეგ, ხდება ახალი წიგნების გადაცემა.
 
დედოფლისწყაროს N2 სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის ნონა ტოკლიკიშვილის ხელმძღვანელობით, შეაგროვეს 468 კილოგრამი მაკულატურა. 

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, აქციის მიზანი მართლაც გადამდები იყო, რადგან კარგად გაითავისეს, რომ ძველ წიგნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდნენ.

უფრო საინტერესო კი წინ ელით მეორე სკოლელებს, რადგან სულ მალე სკოლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება.

სკოლის წარმომადგენლები დიდი მადლობა უხდიან სკოლის დირექციას, ყველა იმ მოსწავლესა თუ მშობელს ვინც არ დაიზარა და მაკულატურა შეაგროვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203