იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას ეწვია პოლონეთის ქალაქ რაძინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი, ევა გროდსკა, დირექციის წარმომადგენლები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
ვიზიტის მიზანი იყო მოლაპარაკების დაწყება სკოლათა შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების სამსახურის თანამშრომელმა, ლაშა ერბალიძემ.
ვიზიტის ფარგლებში:
გაიმართა ოფიციალური შეხვედრა სკოლის მმართველ პირებს შორის.
მოეწყო მრგვალი მაგიდა მე-2 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელ მოსწავლეებსა და რაძინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეების მონაწილეობით.
დაესწრნენ ინგლისური ენის გაკვეთილს მე-8/2 კლასში ( ინგლისური ენის მასწავლებელი ცირა ქარსელაძე)
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და შეხვდნენ სკოლის პედაგოგებს.
რაძინის სკოლის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქუთაისის N2 საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის და ორივე მხარემ სურვილი გამოთქვა სკოლათა შორის მემორანდუმის მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
იხილეთ ფოტოები