აძვის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დავით ბალამწარაშვილს თიბისი ბანკმა ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.
მოსწავლე სპორტითაა დაკავებული. ის ბოქსიორია და ყოველდღე აძვიდან მეჯვრისხევამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. მეჯვრისხევიდან კი, მიკროავტობუსით გორამდე ჩამოვდის და ვარჯიშობს.
„არის შემთხვევები, როდესაც სოფლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოდის და ვარჯიშზე მისვლასაც ვეღარ ახერხებს. პარალელურად დავითი საზოგადოება „ბილიკის“ სამოქალაქო კლუბის ლიდერია და მისი მონაწილეობით არაერთი საკლუბო პროექტი განხორციელდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აძვის საჯარო სკოლა ულოცავს დავითს და წარმატებებს უსურვებს.