შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდების ორგანიზებაში ყოველწლიურად 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ინფორმაცია გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტი 4,400,000.00 (ოთხი მილიონ ოთხასი ათასი) ლარს შეადგენს.
უფრო ვრცლად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის ცენტრის მიერ გაწეულ ხარჯებს etaloni.ge ბოლო 3 წლის მიხედვით გთავაზობთ:
- 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის სულ დაიხარჯა - 4, 778,000.00 (ოთხი მილიონ შვიდას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
- 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის სულ დაიხარჯა - 4,500,000.00 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
- 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის სულ დაიხარჯა - 4,768,000.00 (ოთხი მილიონ შვიდას სამოცდარვა ათასი) ლარი.
აქვე გაგაცნობთ 2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის გაწეულ ხარჯებს უფრო დეტალურად:
- ერთიან ეროვნულ გამოცდებში სატესტო დავალებების გამსწორებლების შრომის ანაზღაურებაზე - 730,000.00 (შვიდას ოცდაათი ათასი)ლარი დაიხარჯა;
- მეთვალყურეების ანაზღაურებაზე (რომელიც მოიცავს როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ისე სამაგისტრო, მასწავლებლის საგნის გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში დასაქმებულ მეთვალყურეებს) - 862,000.00 (რვაას სამოცდაორი ათასი) ლარი დაიხარჯა;
- გამოცდებისთვის სათვალთვალო კამერების მონტაჟი/დემონტაჟისთვის - 217,035, 87(ორას ჩვიდმეტი ათას ოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) თეთრი დაიხარჯა;
- საგამოცდო ცენტრების კომუნალური ხარჯმა კი - 67,829.19 (სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცდაცხრა ლარი და ცხრამეტი თეთრი) თეთრი შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა ელექტრონული ფორმით, ამდენად, ტესტების დასაბეჭდად/ელექტრონული ვერსიისთვის ცენტრს თანხა არ გადაუხდია.