შავსაყდრის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის, ნანა თეგაძის ინიციატივით პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამო სკოლის ისტორიის პოეტ პედაგოგს, დიანა ჯაშიაშვილს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
„ღონისძიების ბოლოს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავჯდომარემ, გულნარა გოგოლაძემ მოსწავლეები დაასაჩუქრა. ეს პატარა, სასიამოვნო საღამო მუდამ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.