ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის თემაზე პროექტი განახორციელეს
09-04-2019

ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის თემაზე პროექტი განახორციელეს. 

პროექტის სლოგანი იყო - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. 

სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და გამვლელებს, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მიზნით, გულზე - „ტიტების გულსაბნევები“ გაუკეთეს.

9 აპრილთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა ასევე პლაკატები დაამზადეს, პრეზენტაციები გააკეთეს, ტრაგედიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიძიეს და თანატოლებს წარუდგინეს. მოსწავლეებმა წამებულთა უკვდავსაყოფად დაწერილი ლექსებიც წაიკითხეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203