ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის საჯარო სკოლაში გაიმართა სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ მე-6 და მე-7 კლასებს შორის, კლასის დამრიგებლების მაია ცეცხლაძისა და ნატო მჟავიას ხელმძღვანელობით.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შეჯიბრებები იყო სახალისო და საინტერესო და ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აქტივობაში.
„ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის განვითარებას. მოტივაციის ამაღლებას და წახალისებას კარგი აკადემიური მიღწევების მისაღებად. შეჯიბრებაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა ჩართული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც თავადაც მონაწილეობდნენ შეჯიბრების სხვადასხვა სახეობაში. სამომავლოდაც ვგეგმავთ მსგავსი შეჯიბრებების მოწყობას, რადგანაც ასეთი შეჯიბრებები პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები