წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურულ - ისტორიული ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მე-20 საუკუნის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებას ფონად გასდევდა 9 აპრილის ისტორიული კადრები ვიდეორგოლის სახით და ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფოტოსურათები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატმან თუთბერიძე, მუსიკალურად უძღვებოდა მუსიკის მასწავლებელი ნაირა კართხია, მხატვრულად გააფორმა ხელოვნების მასწავლებელმა ინგა გრძელიძემ, ისტორიული ჩანართები მოამზადა ისტორიის პედაგოგმა მარინა თუთბერიძემ.
დირექტორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო ღონისძიებისათვის.
იხილეთ ფოტოები