ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის გმირთა სტენდი
09-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მხატვრულ შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების გახსნაზე სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობას და დამსწრე კოლექტივს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ლეო კვიჟინაძემ, ისტორიის მასწავლებელმა ნანა ბურჯანაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა კვიჟინაძემ და პედაგოგმა ლალი კაპანაძემ.

სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ისტორიული ნარკვევები 9 აპრილის შესახებ, წაიკითხეს ლექსები გმირების უკვდავსამყოფად, შეასრულეს სიმღერები და ცოცხალი ყვავილებით შეამკეს სკოლაში არსებული 9 აპრილს  გმირთა საპატივსაცემლო სტენდი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან,  საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203