აზიზკენდის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დღე მწუხარებისა და დღე სიხარულისა“ ჩატარდა
09-04-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის აზიზკენდის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით  „დღე მწუხარებისა და დღე სიხარულისა“.

სკოლის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, მოაწყვეს გამოფენა საკუთარი თვალით დანახული 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. შექმნეს საინფორმაციო დაფა.  ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ეროვნული ჰიმნით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ლექსები.

სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის საზოგადოება დიდ მწუხარებას გამოთქვამს 9 აპრილის ტრაგედიის მიმართ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან,  საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203