თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რაქვთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგის ლუიზა ბერიძის ორგანიზებით ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი და პედაგოგიური კოლექტივი. დაწყებითი კლასების/მათემატიკის პედაგოგმა ნაზი სურმანიძემ თემით „9 აპრილი-დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობისა“ ამომწურავად ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ღონისძიებაზე სიტყვებითა და ლექსებით წარსდგნენ სკოლის მოსწავლეები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები