მცხეთის მუნიციპალიტეტის პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი პროექტი სახელწოდებით: „გვახსოვდეს 1989 წლის 9 აპრილი“.
მასში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც 9 აპრილის შესახებ ინფორმაცია ფორმატზე გადაიტანეს. აგრეთვე, ამ დღის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს საინფორმაციო ტიპის ბროშურები, რომლის საშუალებითაც უფროსკლასელები ასწავლიან უმცროსკლასელებს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა - ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს.
„ 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. ამ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები