მოხის სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 50 თანამედროვე წიგნი გადაეცა
14-03-2017
მოხის სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ჩართულები არიან სამოქალაქო განათლების ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის პროექტ ''მომავლის თაობაში''.

სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ''წიგნის თარო'', რომელმაც გაიმარჯვა და ორგანიზაციის სპონსორობით სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 50 ახალი თანამედროვე საკითხავი ლიტერატურა. 

მოხის სკოლას სტუმრად ეწვივნენ პროექტის ხელმძღვანელები. ისინი შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს. სკოლის მოსწავლეებმა გამართეს მოწვეული სტუმრებისათვის და მოსწავლეთათვის პრეზენტაცია, თუ რა პროექტები გააკეთეს ორგანიზაციის თანადგომით  და როგორ დაეხმარა ორგანიზაცია პიროვნულ და სამოქალაქო განათლებაში. 

სკოლა მადლობას უხდის ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203