თბილისის N60 საჯარო სკოლაში 9 აპრილის არაერთი ღონისძიება მიუძღვნეს
09-04-2019

თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილის არაერთი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს.

„30 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილმა ტკივილთან ერთად დაგვიტოვა უდიდესი სიამაყის განცდაც, რამეთუ იმ დღეს შევძელით ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა. 9 აპრილი არის ერთი დღე ორი დიდი ისტორიული მეხსიერებით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203