ტობანიერის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათ ბაღდათის დედათა მონასტერი მოილოცეს, გაეცნენ მონასტრის ისტორიას, დალაშქრეს და მოილოცეს გოთიეთის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერი, გაეცნენ საირმეს ბუნებრივ სიმდიდრესა და მის გამაჯანსაღებელ თვისებებს.
„სადილის შემდეგ მოსწავლეებმა ფეხბურთიც ითამაშეს. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები