მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანანო ჯანჯღავა მიმდინარე სასწავლო წელს პროექტ „ეტალონში“ მარტვილის მუნიციპა-ლიტეტის მასშტაბით II ადგილის დაკავებისათვის დირექტორმა „ვეფხისტყაოსნით“ დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული რედაქციის (თამაზ ვასაძე) პოემის ყოველ სტროფს ერთვის შინაარსის სრულყოფილი განმარტება. წიგნის ბოლოს მოცემულია „ვეფხისტყაოსნის“ ვრცელი ანალიზი.