ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 6 აპრილს აღინიშნება, „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდა.
„თეთრი ბარათის“ კამპანიის ფარგლებში სკოლის დირექტორებმა, ხაშურის ახლადაშენებული სპორტული კომპლექსის სპორტდარბაზში, კალათბურთი ითამაშეს.
კამპანიის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის „წითელი ბარათის“ საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.