„სამშობლო მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ - ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
09-04-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაღუპული გმირები გაიხსენეს, წაიკითხეს მოგონებები მათზე, ლექსები  და ნახეს ამ ტრაგედიისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და მათი სულების მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203