ქედის მუნიციპალიტეტის ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლაში პი რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია აინშტაინის ცხოვრების შესახებ, შეასრულეს სიმღერები, ლექსები და ცეკვები.
„ბოლოს კი ჩავატარეთ კონკურსი - თუ ვინ მეტი ციფრი იცოდა 3,14-ის შემდეგ. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები