ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N3 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსმენელებმა საინფორმაციო სახის სლაიდების და დოკუმენტური კადრების მეშვეობით გაიხსენეს ის ისტორიული ფაქტები და მოვლენები , რომლებიც ამ დღეს უკავშირდება.
პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები, სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები