9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის კუჭატნის სკოლაში კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. მოეწყო საუბრები ყველა კლასის მოსწავლეებთან ამ დღის შესახებ.
ისტ-ის გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები 9 აპრილზე და შექმნეს პრეზენტაციები. მოეწყო 9 აპრილთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა. შეიქმნა კედლის გაზეთები. დასკვნითი აქტივობა კი ერთობლივი ღონისძიება იყო, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს 9 აპრილზე შექმნილი ლექსები, წარმოადგინეს ჩანახატი. შეასრულეს ამ დღისადმი მოძღვნილი სიმღერა „ტიტები“. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები