ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის გახსენებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიება გაამართეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილსა და მას თანმდევ მოვლენებზე.  მათ  ქართულ და  სომხურ ენებზე მოხსენებები და ლექსები წაიკითხეს. გაიხსენეს  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილი  გმირები.  მათ ასევე ისაუბრეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და  დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ.

ღონისძიება გაიმართა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებლის თინათინ  ლარცულიანისა და ისტორიის მასწავლებლის მეტაქსია შაჰბაზიანის ერთობლივი მუშაობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სასწავლო ნაწილი ალიგერა ოგანესიანი  და სკოლის მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203