„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ამ სახელწოდებით ონის მუნიციპალიტეტის ღარის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიანი გზა და ამ უდიდეს მონაპოვარს შეწირული გმირები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები