ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
09-04-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

კერძოდ კი ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობის (თავმჯდომარე მარიამ ქავთარაძე) ინიციატივითა და ისტორიის მასწავლებლის (დათუნა გოქაძე) ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა საინფორმაციო წყარო, მოამზადეს ვიდეომასალები, სიუჟეტი და წარმოაჩინეს საკუთარი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებისათვის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203