ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
09-04-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა 1989 წლის ტრაგედიისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203