სავანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „კულინარიულ დუელში“ მონაწილეობდნენ
09-04-2019

საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ქსელების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება „კულინარიული დუელი“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში ჭალის, საირხის, სავანის და საჩხერის N1 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. 

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სავანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებს: ლუკა მეცხვარიშვილს, გიორგი გაფრინდაშვილს, სალომე სხირტლაძეს, ანა ნადირაძეს, გიორგი ტაბატაძეს, გიორგი ლობჟანიძეს და ანა ლაბუჩიძეს. მოსწავლეებმა უმაღლეს დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი სკოლა და კლასი, რისთვისაც სავანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203