აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, ნაჩვენებ იქნა 9 აპრილის ამსახველი უცნობი ფაქტები და უნიკალური კადრები. ჩართული იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფი ისტორიის მასწავლებელ ხათუნა წიფურიასა და მუსიკის მასწავლებელ ია რუბენიას ხელმძღვანელობით.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები