ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; ისტორიის მასწავლებელმა, თინათინ კეკელიძემ წაიკითხა ლექცია სისხლიანი 9 აპრილი; სკოლის მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ჩოხატაურის რაიონის მკვიდრ ნატო გიორგაძის საფლავი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები