თბილისის N90 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გააკრეს.
„1989 წლის 9 აპრილმა ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდა დაგვიტოვა. ამ დღეს ქართველებმა ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს. ამ დღიდან 30 წელი გავიდა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე. 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები