ბათუმის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
კლუბის აქტიურმა წევრებმა, მართა დობორჯგინიძემ და ელისო ცინცაძემ აუტიზმზე სალექციო თემა მოამზადეს.
„მოსწავლეები აქტიურად მსჯელობდნენ და საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო: ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში აუტიზმთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისა და წევრის ინტერესია, გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და კიდევ უფრო არ გავურთულოთ ყოველდღიურ სტიგმასთან ბრძოლა აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს“ - აღნიშნეს კლუბის წევრებმა.
აუტიზმი - ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.არ დაგვავიწყდეს,რომ აუტიზმით დავადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭითა და პროფესიონალიზმით.
იხილეთ ფოტოები